ოლეგ პანფილოვი ქართულ მედიას აკრიტიკებს

საბეჭდი ვერსია

ტელევიზია ”პირველი კავკასიურის” ხელმძღვანელმა ოლეგ პანფილოვმა ქართული მედია გააკრიტიკა.

მისი თქმით, ყოველწლიურად ჟურნალისტიკას დიდი რაოდენობით ახალგაზრდა ემატება, მაგრამ ეს განათლების და პროფესიონალიზმის ხარისხს პირიქით დაბლა სწევს.

-”ასავალ-დასავალს” და ”ალიას” როცა მითარგმნიან, ჩემი უხეში თმებიც კი ყალყზე მიდგება, რადგან ეს არ არის ჟურნალისტიკა”, – განუცხადა ”ობიექტივს” პანფილოვმა.