ოლეგ პანფილოვი: ”საქართველოში ოპოზიციას ისევ ხელისუფლება სჯობია”

საბეჭდი ვერსია

”მე საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ვუჭერ მხარს, გამომდინარე იქიდან, რომ ის ოპოზიციას სჯობია”, – განაცხადა ტელევიზია ”პირველი კავკასიურის” ხელმძღვანელმა, ოლეგ პანფილოვმა, მედია-კავშირის ”ობიექტივი” პირდაპირ ინტერნეტ-ეთერში.

პანფილოვის აზრით, ოპოზიციური პარტიების აბსოლუტურ უმრავლესობას ქვეყნის განვითარების ალტერნატიული პროგრამაც კი არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ოლეგ პანფილოვმა საქართველოს მოქალაქეობა ორი წლის წინ, პირადად სააკაშვილის ინიციატივით მიიღო.