”რუსეთი და საქართველო ორი სხვადასხვა სამყაროა”

საბეჭდი ვერსია

ტელევიზია ”პირველი კავკასიურის” ხელმძღვანელის, ოლეგ პანფილოვის აზრით, რუსეთი და საქართველო ორი სხვადასხვა სამყაროა, სხვადასხვა ფილოსოფიითა და მსოფლმხედველობით.

-”საქმე არა მარტო მიმდინარე კონფლიქტშია. მე, როგორც ისტორიკოსი, ვამტკიცებ, რომ ორი ქვეყნის განვითარების გზა, ხასიათი და მენტალობა სრულიად განსხვავებულია. რუსს და ქართველს ერთმანეთის გაგება უჭირთ და კიდევ დიდხანს გაუჭირდებათ”, – განაცხადა პანფილოვმა მედია-კავშირ ”ობიექტივს”.

ოლეგ პანფილოვის თქმით, სასურველის რეალობად გასაღებაა ის, რომ ორი ერის წარმომადგენლები სულიერ სიახლოვეზე და საერთო ღირებულებებზე საუბრობენ ხოლმე.