ორი სუ­რა­თის ის­ტო­რია. ინ­ტერ­ნეტ­მა ერ­თი ტრა­გი­კუ­ლი თა­რი­ღი შეგ­ვახ­სე­ნა: 7 ოქ­ტომ­ბერს ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კა­ი­ას მკვლე­ლო­ბი­დან 5 წე­ლი სრულ­დე­ბა.

ინ­ტერ­ნეტ­მა ერ­თი ტრა­გი­კუ­ლი თა­რი­ღი შეგ­ვახ­სე­ნა: 7 ოქ­ტომ­ბერს ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კა­ი­ას მკვლე­ლო­ბი­დან 5 წე­ლი სრულ­დე­ბა.

იმავ ინ­ტერ­ნეტ­ში ამო­ი­კითხავთ, რომ მოს­კო­ვის სა­ოლ­ქო სამ­ხედ­რო სას­მარ­თ­ლო ახ­ლა უკ­ვე მე­ო­რედ ასა­მარ­თ­ლებს პო­ლიტ­კოვ­ს­კა­ი­ას მკვლე­ლო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლებს, რად­გან პირ­ველ პრო­ცეს­ზე, სა­მი წლის წი­ნათ, ისი­ნი დარ­ბა­ზი­დან­ვე გა­ათ­ვი­სუფ­ლეს.

სიტყ­ვის გაგ­რ­ძე­ლე­ბაც კი არ ღირს იმ ფაქ­ტ­ზე, რომ “ფარ­დის­მიღ­მა” უვ­ნებ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის დამ­კ­ვე­თე­ბი, უთუ­ოდ, კმა­ყო­ფი­ლე­ბით უც­ქე­რი­ან ამ “სა­სა­მარ­თ­ლო სპექ­ტაკლს”.

ერ­თი რა­მის თქმა კი ნამ­დ­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა: ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კა­ი­ას­თან სიკ­ვ­დილ­ს­შემ­დ­გო­მი ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბა იმი­ტო­მაც გრძელ­დე­ბა, რომ “ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბი­დან” ერ­თხელ და სა­ბო­ლო­ოდ ამო­ი­ძირ­კ­ვოს ეს პრე­ცენ­დენ­ტი – ეს ზნე­ობ­რი­ვი მაქ­სი­მა­ლიზ­მი, ეს თავ­გან­წირ­ვა გა­ბან­დი­ტე­ბულ სამ­ხედ­რო­ებ­თან თუ გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ ბან­დი­ტებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ეს არ­ნა­ხუ­ლი თა­ნად­გო­მა გა­საწყ­დო­მად გან­წი­რუ­ლი მცი­რე ეთ­ნო­სო­სა და მი­სი გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლის გა­თა­ვი­სე­ბა. ამ­გ­ვა­რი მა­გა­ლი­თი იმ­დე­ნად უჩ­ვე­უ­ლო იყო, რომ ანას ყო­ფი­ლი ქმა­რიც კი, ალექ­სანდრ პო­ლიტ­კოვ­ს­კი, “პე­რეს­ტ­რო­ი­კის” დრო­ინ­დელ, “მო­ზო­მილ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბას” ნაჩ­ვე­ვი (უფ­როს თა­ო­ბას ალ­ბათ ახ­სოვს კი­დეც იგი ტე­ლეპ­როგ­რა­მა “ვზგლი­ა­დი­დან”),…ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­ამ­ბო­ხე მე­უღ­ლის პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე ამ­ბობ­და, რომ “ეს ჟურ­ნა­ლის­ტი­კა არაა. ეს უფ­რო მწერ­ლო­ბაა, ან – რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი…”; ხო­ლო მთელ მის მოღ­ვა­წე­ო­ბას დე­ლი­კა­ტუ­რი სკეპ­ტი­ციზ­მით ახა­სი­ა­თებ­და, რო­გორც “სა­გა­ზე­თო ფურ­ც­ლებ­ზე გა­მო­ფე­ნილ, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ერ­თ­გ­ვარ შეშ­ფო­თე­ბას”.

ეს – “მოყ­ვა­რე”! ახ­ლა მტე­რი რა­ღას იტყო­და: “რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ყიდ­ველ” ანა მა­ზე­პას (ეს მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის გვა­რი იყო. ანა უკ­რა­ი­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, ნიუ-იორ­კ­ში, 1958 წელს) ხან იმას წა­მო­ა­ძა­ხებ­დ­ნენ, რო­გორ უღა­ლა­ტა მის­მა შო­რე­ულ­მა წი­ნაპ­რ­მა – გეტ­მან­მა მა­ზე­პამ, შვე­დებ­თან ომის დროს პეტ­რე პირ­ველს, ხან ბე­რე­ზოვ­ს­კის და­ვა­ლე­ბა­თა შემ­ს­რუ­ლებ­ლად სა­ხავ­დ­ნენ, ხან – მის მსხვერ­პ­ლად. ორად-ორი ცი­ტა­ტა (რომ­ლებ­საც გა­მიზ­ნუ­ლად არ ვთარ­გ­მ­ნი, რა­მე რომ არ “და­ვუ­კარ­გო”) სკან­და­ლუ­რად პო­პუ­ლა­რულ რუ­სულ სა­იტ­ზე Компромат.Ru-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან, ცხად­ლივ და­გა­ნახ­ვებთ, რო­გო­რი უმ­დაბ­ლე­სი მე­თო­დე­ბით ცდი­ლო­ბენ “და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი კო­ლე­გე­ბი” რა­მე­ნა­ი­რად შე­მო­ა­ცა­ლონ ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კა­ი­ას სა­ხელს მო­წა­მე­ობ­რი­ვი ქა­რიზ­მა: “Политковская искала свой путь удовлетворения этих амбиций долгие годы. Пока не нашла Бориса Березовского. Их интересы совпали в Чечне. Политковская хотела славы и денег, а Березовскому нужна была «говорящая голова», озвучивающая ужасы чеченской войны, – отличные предпосылки для создания абсолютно гармоничного союза. Помогла еще одна черта характера Политковской – истеричность.» და, მე­ო­რე: “Политковская всю жизнь тусовалась среди людей определённого типа и сама была их частью. Она делала пиар на трупах – отдавая себе отчёт в том, что делает, и считая это нормальным. Теперь для того же самого дела понадобился её труп. Что ж, те же люди, которые платили ей деньги, проплатили два выстрела, контрольный в голову.

Вывод из этой истории прост. Измена Родине себя не окупает. “

ავ­ტორ­თა გვა­რე­ბი (ნამ­დ­ვი­ლი თუ გა­მო­გო­ნი­ლი) არ­ცაა სა­ინ­ტე­რე­სო – აქ მთა­ვა­რი “დაკ­ვე­თაა” და არა “შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი”. სხვა­თა შო­რის, ზუს­ტად ისე­ვე,

რო­გორც უკ­ვე არა “ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი”, არა­მედ რე­ა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბი­სას.

ამ გულ­და­მამ­ძი­მე­ბე­ლი (თუმ­ცა, ვგო­ნებ, აუცი­ლე­ბე­ლი) შე­სავ­ლის შემ­დეგ, მინ­და მი­ვუბ­რუნ­დე 2002 წლის ოქ­ტომ­ბ­რის თბილ დღე­ებს ლი­კან­ში, სა­დაც

ჟურ­ნა­ლის­ტ­თა შეხ­ვედ­რა­ზე ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კაია გა­ვი­ცა­ნი, და ამ ნაც­ნო­ბო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბას იმა­ვე წლის დე­კემ­ბერ­ში, უკ­ვე მოს­კოვ­ში. სწო­რედ მოს­კოვ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში გა­მარ­თულ მი­ღე­ბა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლია აქ მოხ­მო­ბი­ლი ფო­ტო­სუ­რა­თი, რო­მელ­ზეც ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კა­ი­ას მის­თ­ვის ესო­დენ უჩ­ვე­უ­ლო, ხა­ლი­სი­ა­ნი და უზ­რუნ­ვე­ლი იერი აქვს.

არა მგო­ნია, ახ­ლა ღირ­დეს იმ, თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლი იდე­ე­ბით (სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც მე­რე აღ­მოჩ­ნ­და – ილუ­ზო­რულ) შთა­გო­ნე­ბუ­ლი, კონ­ფე­რენ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სა და თე­მა­ტი­კის ჩა­მოთ­ვ­ლა. მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად და­სა­ხუ­ლი “ზე­ა­მო­ცა­ნის” გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლებ­ლო­ბი­სა, ვფიქ­რობ, რომ თუ­კი ადა­მი­ან­თა შო­რის წარ­მოქ­მ­ნი­ლი მყა­რი სიმ­პა­ტია, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა და ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბის მზა­ო­ბა მა­ინც თა­ვის­თა­ვა­დი ფე­ნო­მე­ნია, ლი­კან­შიც და მე­რე, მოს­კოვ­შიც სწო­რედ ამ ფე­ნო­მე­ნის შემ­ს­წ­რე­ნი ვი­ყა­ვით. ეს “ვი­ყა­ვით”-იც უნ­და გა­ნივ­რ­ცოს ალ­ბათ: ლი­კან­ში “მშვი­დო­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის კავ­კა­სი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი გვმას­პინ­ძ­ლობ­და (გია ნო­დი­ას თა­ოს­ნო­ბით), მოს­კოვ­ში კი ჩვე­ნი მას­პინ­ძე­ლი ოლეგ პან­ფი­ლო­ვი და მის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი “ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ცენ­ტ­რი” გახ­ლ­დათ. ქარ­თ­ველ მო­ნა­წი­ლე­თა­გან უმე­ტე­სო­ბას ურ­თი­ერ­თ­წარ­დ­გე­ნაც კი არ სჭირ­დე­ბო­და – კო­ბა ლიკ­ლი­კა­ძე და ლა­შა ტუ­ღუ­ში, პა­ა­ტა ვე­შა­პი­ძე და გა­გა ნი­ჟა­რა­ძე, ზვი­ად ქო­რი­ძე და ვე­რა წე­რე­თე­ლი, და­ვით კი­კა­ლიშ­ვი­ლი და ქე­თი ხა­ტი­აშ­ვი­ლი, და­ვით პატ­ჭა­ძე, მარ­გა­რი­ტა ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი… მოს­კო­ველ­თა­გან ასე­ვე რამ­დე­ნი­მეს ჩა­მოვ­თ­ვ­ლი – ემილ პა­ი­ნი, მი­ხე­ილ შე­ვე­ლი­ო­ვი, პავ­ლე ფელ­გე­ნა­უ­ე­რი, იულია კა­ლი­ნი­ნა, ლი­ა­ნა მი­ნა­სი­ა­ნი… “მოს­კო­ვურ დი­ა­ლო­გებ­ში” გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მო­ცოცხ­ლე­ბა შე­მოჰ­ქონ­დათ სტუმ­რებს – იური როსტს, ვიქ­ტორ შენ­დე­რო­ვიჩს, ალექ­სან­დ­რე ება­ნო­ი­ძეს, იური შჩე­კო­ჩი­ხინს…

შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ ამ “ცნო­ბად სა­ხე­თა” კა­ლე­ი­დოს­კოპ­ში, ამ პა­თე­ტი­კუ­რი გა­მოს­ვ­ლე­ბის, ინ­ტე­ლი­გენ­ტუ­რი გან­ს­ჯის, იუმო­რის­ტუ­ლი ფო­ი­ერ­ვერ­კის ფონ­ზე რა­ღა­ცით გა­მო­ირ­ჩე­ო­და გა­ნა­პი­რე­ბუ­ლად მჯდო­მი, სიტყ­ვა­ძუნ­წი ანა პო­ლიტ­კოვ­ს­კაია. ეს “რა­ღა­ცით” – იყო მი­სი გამ­ჭო­ლი მზე­რა

და მი­სი არ­ნა­ხუ­ლად კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი ენერ­გე­ტი­კა (ნათ­ქ­ვა­მის ნა­თელ­სა­ყო­ფად კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი მი­სი ფო­ტო მოვ­ძებ­ნე). ამ­გ­ვა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა­ნი, რა­ღა თქმა უნ­და, ძალ­ზე სუ­ბი­ექ­ტუ­რია, მაგ­რამ მენ­დეთ, რომ შემ­დ­გომ­დ­რო­ინ­დელ დრა­მა­ტულ მოვ­ლე­ნებს ერ­თი რე­გის­ტ­რი­თაც კი არ შე­უც­ვ­ლი­ათ ჩე­მი იმ­ჟა­მინ­დე­ლი მი­მარ­თე­ბა. ანას­თან სა­უბ­რი­სას, კაცს თავ­და­პირ­ვე­ლად ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა გე­უფ­ლე­ბო­და, თით­ქოს სა­დუ­ე­ლო ბა­რი­ერ­თან იდე­ქი და მხო­ლოდ შემ­დეგ, რო­დე­საც რა­ღაც სპონ­ტა­ნუ­რი ნდო­ბა გა­გა­ერ­თი­ა­ნებ­დათ (ჩემს შემ­თხ­ვე­ვა­ში – წმინ­და ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნი­ა­დაგ­ზე წარ­მო­შო­ბი­ლი), აღარ გქონ­და ის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ შენს “ვი­ზა­ვის” თი­თი დამ­ბა­ჩის სას­ხ­ლეტ­ზე უდევს… თი­თო კვი­რა – ლი­კან­სა თუ მოს­კოვ­ში და რამ­დე­ნი­მე გან­დო­ბი­ლი სა­უ­ბა­რი ძალ­ზე ცო­ტაა იმი­სათ­ვის, რომ ამ მოკ­რ­ძა­ლე­ბულ წე­რილს კი­დევ რა­ი­მე მი­ვუ­მა­ტო.

ერ­თა­დერ­თი, რაც და­სას­რულ მინ­და ვთქვა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში არა­სო­დეს შევ­ხ­ვედ­რი­ვარ ასეთ უკომ­პ­რო­მი­სო და იმავ­დ­რო­უ­ლად, ასეთ და­უც­ველ ქალს. ალ­ბათ ამი­ტო­მაც, მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყო­ველ მო­გო­ნე­ბას, ან ჩე­მი თან­დას­წ­რე­ბით მი­სი სა­ხე­ლის ყო­ველ ხსე­ნე­ბას რა­ღაც შეშ­ფო­თე­ბის მაგ­ვა­რი უსი­ა­მოვ­ნო ჩრდი­ლი ახ­ლ­და. არ მინ­და ამ ავის­მო­მას­წა­ვე­ბელ “ჩრდილს” წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბა ვუ­წო­დო. ნამ­დ­ვი­ლად არ იყო სა­ჭი­რო კა­სან­დ­რას გრძნე­უ­ლი ნი­ჭი იმი­სათ­ვის, რომ სა­ბე­დის­წე­რო გზა­ზე შემ­დ­გა­რი იდე­ა­ლის­ტის მო­წა­მე­ობ­რი­ვი აღ­სას­რუ­ლი წარ­მო­გედ­გი­ნა…

ზა­ზა აბ­ზი­ა­ნი­ძე