ოლეგ პამფილოვი ჟურნალისტებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს

დაკავებული მაღალჩინოსნებნის მხარდასაჭერად, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მოწოდებები უკვე გამოჩნდა.

ჟურნალისტი ოლეგ პამფილოვი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტებს, „რუსთავი2“ ის გენერალური დირექტორის მხარადსაჭერად, დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან შეკრებისკენ და სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ დიღომში წინასწარი დაკავების იზოლატორში იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ამჟამად ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, ასევე გიორგი ნემსიწვერიძე და იზაბელა გუტიძე იმყოფებიან.

ხოლო ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური მოდულის შენობაშია.