ხედ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან

“კავ­კა­სი­ურ­მა სახ­ლ­მა” ახალ­გაზ­რ­და რუს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს უმას­პინ­ძ­ლა

სა­ქარ­თ­ვე­ლო მა­გა­ლი­თის ფუნ­ქ­ცი­ას იძენს იმ ხალ­ხის­თ­ვის, ვინც რუ­სეთ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტი ოლეგ პან­ფი­ლო­ვი, რო­მე­ლიც 20 წე­ლია, პრო­პა­გან­დი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის სა­კითხებს იკ­ვ­ლევს, ამ­ბობს, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­პა­გან­და მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს უარ­ყო­ფით იმიჯს უქ­მ­ნის.

მი­სი თქმით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ სი­მარ­თ­ლე ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა – რო­ცა რუ­სი სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხავს სა­ქარ­თ­ვე­ლოს და მი­ღე­ბულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე მოყ­ვე­ბა.

კულ­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ცენ­ტ­რ­მა “კავ­კა­სი­ურ­მა სახ­ლ­მა” გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პრო­ექ­ტი – “ქარ­თ­ველ და რუს ახალ­გაზ­რ­და პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა დი­ა­ლო­გი”, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც რუ­სუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი სფე­როს ახალ­გაზ­რ­და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ (პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა რო­ბერტ ბო­შის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, მი­სი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი არი­ან “შა­ვი ზღვის ნდო­ბის კორ­პო­რა­ცია” და ფონ­დი “ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა – სა­ქარ­თ­ვე­ლო”).

ოლეგ პან­ფი­ლო­ვი, რო­მელ­მაც “კავ­კა­სი­ურ სახლს” მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, “24 სა­ათ­თან” სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ ტი­პის ჯგუ­ფებ­თან უკ­ვე 2 წე­ლი­წა­დია, მუ­შა­ობს. მი­სი თქმით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არა მხო­ლოდ რუ­სე­თი­დან, არა­მედ ყირ­გი­ზე­თი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­დი­ან. “რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და იქაც მუ­შა­ობს, გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში. ომის დროს შე­ვის­წავ­ლეთ უკ­რა­ი­ნუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბე­ბი. მათ ინ­ფორ­მა­ცი­ის 84 პრო­ცენ­ტი რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ვპო­უ­ლობთ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ და სა­ქარ­თ­ვე­ლო ვაჩ­ვე­ნოთ. ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ან, ხალხს ეც­ნო­ბი­ან, ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ და შემ­დეგ ბრუნ­დე­ბი­ან. შე­დე­გად ვღე­ბუ­ლობთ ტექ­ს­ტებს რუ­სულ ბლო­გებ­ზე და სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ებს, – ამ­ბობს ოლეგ პან­ფი­ლო­ვი, – წი­ნა ჯგუფ­მა რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ არ­ხან­გელ­ს­კის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ 3 გა­და­ცე­მა მო­ამ­ზა­და. ასე­ვე 3 გა­და­ცე­მა გა­ვი­და პე­ტერ­ბურ­გის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­ფორ­მებს ეხე­ბო­და. ყვე­ბოდ­ნენ იმის შე­სა­ხებ, რა კარ­გად გან­ხორ­ცი­ელ­და რე­ფორ­მე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რო­გორ მუ­შა­ობს პო­ლი­ცია და სა­ხელ­მ­წი­ფო სერ­ვი­სი. გა­და­ცე­მებ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­მარ­თ­ლე იყო, ყვე­ბოდ­ნენ იმას, რაც ნა­ხეს.”

რუს ახალ­გაზ­რ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა ჰქონ­დათ სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ისი­ნი ესა­უბ­რ­ნენ გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნისტრ დი­მიტ­რი შაშ­კინს, ენერ­გე­ტი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნისტრ ალექ­სან­დ­რე ხე­თა­გურს. ამას­თან, პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შეხ­ვ­დ­ნენ სა­გა­რეო სა­მე­თა მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე თორ­ნი­კე გორ­და­ძეს. რუ­სი ახალ­გაზ­რ­დე­ბი მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ევ­რო­პას­თან და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რე­ბის მო­ად­გი­ლე­ებ­საც ესა­უბ­რ­ნენ. ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად არა­ერთ დის­კუ­სი­ა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

რო­გორც ოლეგ პან­ფი­ლო­ვი აღ­ნიშ­ნავს, ისი­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად პო­ლი­ცი­ამ და სა­ჯა­რო სერ­ვის­მა მო­ხიბ­ლა. პან­ფი­ლო­ვი ასე­ვე შე­ნიშ­ნავს, რომ მათ აკ­ვირ­ვებთ თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ხილ­ვა, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­სი აზ­რის გა­მოთ­ქ­მა – სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ და მის სა­სარ­გებ­ლოდ. “ნა­ხეს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო უკ­ვე აღარ არის საბ­ჭო­თა კავ­ში­რი. ეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია. ამი­ტომ, ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ მათ დარ­წ­მუ­ნე­ბას, რომ უშე­დე­გო იქ­ნე­ბა, თუ ქვე­ყა­ნა­ში რე­ფორ­მე­ბი მხო­ლოდ უფ­რო­სის და­ვა­ლე­ბით გა­კეთ­დე­ბა. ამის­თ­ვის თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბაა სა­ჭი­რო. თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რე­შე ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ შეც­ვ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია,” – მი­იჩ­ნევს პან­ფი­ლო­ვი.

ის შეხ­ვედ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­მარ­თეს, პან­ფი­ლო­ვის თქმით, მოკ­ლე დრო­ში ვი­თა­რე­ბის აღ­ქ­მის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. “მაგ­რამ, სა­ქარ­თ­ვე­ლო ბო­ლომ­დე რომ შე­იც­ნო, აქ უნ­და ცხოვ­რობ­დე. 3 წე­ლი­წა­დია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვარ და არ შე­მიძ­ლია იმის თქმა, რომ ყვე­ლა­ფერ­ში გა­ვერ­კ­ვიე,” – შე­ნიშ­ნავს პან­ფი­ლო­ვი.

პან­ფი­ლო­ვი რუ­სე­ბის ადა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებ­საც არ ტო­ვებს შე­უ­ფა­სებ­ლად. “ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლის გა­სა­გო­ნად ვიტყ­ვი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი ბევ­რი რუ­სი სა­კუ­თარ თვა­ლებს არ უჯე­რებს – პირ­ველ დღეს გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რად­გან ხე­და­ვენ თბი­ლი­სის აერო­პოტს, მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერთს, რო­მელ­საც წი­თე­ლი და მწვა­ნე დე­რეფ­ნე­ბი არა აქვს. შემ­დე­გი შო­კი იწყე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი ხე­და­ვენ პო­ლი­ცი­ას, სა­ხელ­მ­წი­ფო სერ­ვისს და ხალხს ხვდე­ბი­ან. ამას მოს­დევს შუ­რი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს თეთ­რი და შა­ვი. შუ­რი, რო­დე­საც ისი­ნი პუ­ტი­ნის ლან­ძღ­ვას იწყე­ბენ და იმის გა­მო ბრა­ზო­ბენ, რომ მათ ატყუ­ე­ბენ. შუ­რის მე­ო­რე სა­ხე­ო­ბა იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რია – ხე­და­ვენ, რომ ასეთ­მა პა­ტა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლომ ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის გა­რე­შე შეძ­ლო რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა. პა­ტა­რა იმ­პე­რი­ა­ლის­ტი თით­ქ­მის ყვე­ლა რუს­ში ცოცხ­ლობს, მათ შო­რის რუს ლი­ბე­რალ პო­ლი­ტი­კო­სებ­ში. მათ მუდ­მი­ვად აწუ­ხებთ კითხ­ვა – თქვენ (ქარ­თ­ვე­ლებ­მა) ამის გა­კე­თე­ბა უჩ­ვე­ნოდ რო­გორ შე­ძე­ლით? – აღ­ნიშ­ნავს ოლეგ პან­ფი­ლო­ვი, – მაგ­რამ, მე ყო­ველ­თ­ვის მსი­ა­მოვ­ნებს ახალ­გაზ­რ­დებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ისი­ნი უკ­ვე სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნე­ბენ. ახ­ლე­ბუ­რი ხედ­ვა აქვთ, რად­გან პრო­პა­გან­დას ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცე­ვენ. იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, თუ რა მო­უ­ხერ­ხონ რუ­სეთს.”

“24 სა­ა­თი” რუ­სუ­ლი ჯგუ­ფის ერთ-ერთ კო­ორ­დი­ნა­ტორს, ვოლ­გოგ­რად­ში მოქ­მე­დი “კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­სა და ტრე­ნინ­გე­ბის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ცენ­ტ­რის” დი­რექ­ტორ თე­მურ ქო­ბა­ლი­ას ესა­უბ­რა. მი­სი თქმით, პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი ქარ­თულ და რუ­სულ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა და ქარ­თუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შეს­წავ­ლა იყო. “აქ სა­უ­ბა­რია არა იმა­ზე, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი თავს იქე­ბენ, არა­მედ მი­თი­თე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მიღ­წე­ვე­ბი მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გე­ბის მი­ხედ­ვით. ჩვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო რე­ფორ­მე­ბი პო­ლი­ცი­ა­ში, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სფე­რო­ებ­ში. ჩანს არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის დი­ნა­მი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, არა­მედ მო­მავ­ლის რწმე­ნა. რო­დე­საც სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­ში კითხ­ვებს ვსვამ­დით, თუ რის გა­კე­თე­ბას აპი­რე­ბენ, ისი­ნი 2012 წელს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ კონ­კ­რე­ტულ გეგ­მებ­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ, – ამ­ბობს ქო­ბა­ლია, – ასე­ვე, შევ­ხ­ვ­დით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. მათ გვი­ამ­ბეს, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ. ვე­სა­უბ­რეთ კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბილ სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რომ­ლებ­საც უარ­ყო­ფი­თი მა­გა­ლი­თე­ბი მოჰ­ყავ­დათ. ჩვე­ნი ჯგუ­ფის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ შექ­მ­ნი­ლი სუ­რა­თი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ვხე­დავთ ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კონ­ტ­რო­ლი­დან გა­მო­ვი­და. რუ­სე­თის­გან და სხვა პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო წარ­მა­ტე­ბით ვი­თარ­დე­ბა.”

პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რუ­სუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის­თ­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დო­კუ­მენ­ტის მომ­ზა­დე­ბას აპი­რე­ბენ, რო­მე­ლიც, ქო­ბა­ლი­ას თქმით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნა­ნახ და გა­გო­ნილ პრაქ­ტი­კას და­ეყ­რ­დ­ნო­ბა. რო­გორც რუ­სუ­ლი ჯგუ­ფის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა შე­ნიშ­ნა, ჯგუ­ფის რამ­დე­ნი­მე წევრს რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ უნ­დო­და. “მე, რო­გორც კო­ორ­დი­ნა­ტორს, მკითხეს – რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ახ­ლა ქარ­თულ ჯგუფს რუ­სეთ­ში ვე­ლო­დე­ბით,” – აღ­ნიშ­ნა მან.

“კავ­კა­სი­უ­რი სახ­ლის” წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გი­ორ­გი შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა “24 სა­ათს” გა­ნუცხა­და, რომ პრო­ექ­ტის ქარ­თ­ვე­ლი და რუ­სი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ. პრო­ექ­ტის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ფი­ნან­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­ნამ­დე კი ახ­ლან­დე­ლი პრო­ექ­ტი ერ­თობ­ლი­ვი ბლო­გის შექ­მ­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს, – აღ­ნიშ­ნავს შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი.