რუსული არჩევნების განუმეორებელი თავისებურებები

რუსულ ენაში არის ასეთი ხალხური გამოთქმა, როცა ერთ რაღაცას მეორეს ვერ შეადრი – უკანალი თითს არ ედრებაო. დაახლოებით, ასევეა, თუ საარჩევნო სისტემას, საარჩევნო კამპანიას და თავად არჩევნებს შევადრით ამ ორ ქვეყანაში.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ რუსეთი და საქართველო ერთ იმპერიაში ცხოვრობდნენ, უფრო სწორად, რუსეთი იყო იმპერია, ხოლო საქართველო მისი ნაწილი. სულ რაღაც 25 წელიწადში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს ორი ქვეყანა ისე დაშორდა ერთმანეთს, რომ სიტუაციის, პოლიტიკური ატმოსფეროს, თავისუფლების ხარისხის და დემოკრატიის შედარება – ძალიან რთულია. მაინც შევეცდები.

დავიწყებ დემოკრატიის მთავარი ინსტიტუტიდან – სიტყვის თავისუფლებიდან. საქართველოს კონსტიტუციაში არის დებულება, რომელიც კრძალავს სახელმწიფო მედიის შექმნას. ასეთი დებულება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის არის მხოლოდ საქართველოში, ასევე, დასავლეთის ქვეყნებში და ჯდება უზარმაზარი ფული. ამასთან, სახელისუფლებო პროპაგანდა სრულიად დამანგრეველია დემოკრატიისთვის. საქართველოში არ არის, ასევე, აკრედიტაციის ინსტიტუტი და არ არის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოები, რომლებიც იძლევიან გაზეთის და ჟურნალების გამოცემის უფლებას.

რუსეთში სრულიად საწინააღმდეგო ვითარებაა. გაზეთის ან ჟურნალის დასარეგისტრირებლად საჭიროა ბიუროკრატიასთან რამდენიმე თვის ურთიერთობა და თან არავინაა დარწმუნებული, რომ ასეთ უფლებას მიიღებს. ახლა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში უკვე ხუთი მუხლია, რომელიც იძლევა ჟურნალისტების და ინტერნეტის სოციალურ ქსელში გამომყენებლების დასჯის საშუალებას ჯარიმის ან დაპატიმრების სახით. ასეთი დიდი რაოდენობა, რომ რეპრესიები მოუწყო ჟურნალისტებს და სხვაგვარად მოაზროვნეებს, არ არის სხვა ქვეყნებში. ყველაზე გავრცელებული და სახიფათო მუხლია – „ექსტრემიზმისთვის“, რომლითაც გასამართლებულია და ციხეშია ათეულობით ადამიანი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება საქართველოსა და რუსეთს შორის, ესაა სახელმწიფო პროპაგანდა. რუსული ბიუჯეტიდან იხარჯება უზარმაზარი თანხები მოსახლეობის მოსატყუებლად. ეს ფული ამავე მოსახალეობიდნ აკრეფილი გადასახადებისგან შედგება. ყველა ფედერალური ტელეარხი კრემლის კონტროლის ქვეშაა და კრემლიდანვე იღებენ ყოველ კვირა მითითებებს, თუ როგორ გაშუქდეს ესა თუ ის მოვლენა. ყოველ ტელეარხში ერთ-ერთი მმართველი თანამდებობა უჭირავს ოფიცერს, როგორც წესი ფსბ-ს პოლკოვნიკს ან გენერალს, რომელიც თვალყურს ადევნებს იდეოლოგიურად „სწორ“ ინფორმაციას. პოლიტიკურ თოქ-შოუებზე პატიჟებენ ძირითადად პუტინის მომხრეებს მეგობრული პარტიებიდან, რომლებიც ერთმანეთში დაობენ, თუ როგორ უკეთესი გახადონ ხელისუფლება და როგორ მიიღონ უფრო რეპრესიული კანონები და რამდენი აკრძალვა უნდა შემოიღონ. ოპოზიციას თოქ-შოუებზე წარმოადგენენ კომუნისტები ან ჟირინოვსკის პარტიის წევრები, რომლებიც იდეოლოგიურად ცოტათი თუ განსხვავდებიან სახელისუფლებო „ედინაია როსიის“პარტიისგან.

ასეთი ინფორმატიული ცალმხრივობის და პოლიტიკური აზრის გამოხატვის პირობებში სრულიად უაზრო ხდება სოციოლოგიური კვლევები. პუტინის მმართველობის პირველ წლებში სოციოლოგები სვავდნენ კითხვას – საჭიროა თუ არა ცენზურა. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა უპასუხა – დიახ, საჭიროა. ასეთ ვითარებაში საკითხი -საჭიროა თუ არა ნამდვილი ოპოზიცია – თავისთავად იხსნება. ბოლო 16 წელიწადში რუსეთი გახდა ავტორიტარული ქვეყანა, სადაც მხოლოდ ერთი კაცის აზრს აქვს ღირებულება – პუტინის აზრს. და რადგანაც არავის სურს, შეეპასუხოს ან შეეწინააღმდეგოს, რუსული სახელმწიფო სისტემა თანდატანობით გადაიქცა დიქტატურად.

შესაძლებელია თუ არა ასეთ პირობებში – თავისუფალი სიტყვის არარსებობისას – ნამდვილი, პატიოსანი არჩევნები? რასაკვირველია – არა! ქვეყანაში, სადაც არ არის შეხედულებების და იდეების მრავალფეროვნება, სადაც არ არის საჯარო დისკუსიები, მხოლოდ პროპაგანდისტებისგან რეგულირებული თოქ-შოუებია, შესაძლებელია მხოლოდ ერთნაირი შეხედულებები და ლიდერი, პუტინის სიყვარული. ამ თვალსაზრისით საქართველო დისკუსიებისთვის სამოთხეა. ეს დისკუსიები არასდროს წყდება – არც ტელევიზიებში, არ ქუჩაში, არც რესტორნებში, არც ტრანსპორტსა და არც ეკლესიებშიც კი. ქართველს აუკრძალო პოლიტიკაში მონაწილეობა, იგივეა, რაც რუსს დაუმალო არაყი. საქართველოში 130-ზე მეტი პოლიტიკური პარტია და ორგანიზაციაა. 3 მილიონ 800 ათასზე ეს ძალიან ბევრია. მაგრამ დისკუსია, თუნდაც პატარა შემადგნლობაში, ყოველთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი საზოგადიოებისთვის , მით უფრო, პატარა ქვეყანაში. რუსეთში 2016 წლის აგვისტოსთვის რეგისტრირებულია 77 პარტია, თუმცა ხუთი წლის წინ იყო, დაახლოებით, 800.

პოლიტიკური მრავალფეროვნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი პირობაა და ქვეყნის თავისუფლების ნიშანია. რუსეთში პარტიათა უმრავლესობა ყოფილი კომუნისტების შემნილია, ხოლო მნიშვნელობით მეორე პარტია რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიაა. ამ პარტიას არ მოუხდია ბოდიში თავისი უფროსი დის, საბჭოთა კავშირის კომპარტიის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო. სსრკ-ს არსებობისას 50 მილიონი დაღუპული ადამიანის, რამდენიმე ათეული წითელი არმიით დაპყრობილი ქვეყნის და საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი გადატრიალებების ვალი ადევთ. რუსეთის იდეოლოგისა, ძველებურად, საბჭოთა ფაშიზმი შეერია. ასეთი პარტიები, რომლებიც მიზნად ისახავენ „დიდი ქვეყნის“, სინამდვილეში, იმპერიის აღდგენას, უმეტესობაა. გარდა ჩვეულებრივი პარტიებსა, სახელწოდებით „დემოკრატიული“ ან „ლიბერალურ-დემოსკრატიული“, ამ 77 პარტიაში 25-ს,მათ შორის წამყვანებს, პროგრამაში სიტყვა „სოციალისტური“ აქვთ. არის ისეთი ეგზოტიკურებიც, როგორც „გლეხური სოციალიზმი“ ან „სოციალისტური დემოკრატია“.

პირველი მოწვევის სახელმწიფო დუმაში (1993-1995) იყო რვა ფრაქცია და ფართო წარმომადგენლობა პოლიტიკური ძალების – კომუნისტებიდან დემოკრატებამდე. მეორე მოწვევაში(1995-1999) – უკვე შვიდი პარტია, მესამეში – ექვსი, მეოთხეში (2003-2007) – პუტინის რეფორმების მერე, რომლებიც უფრო რეპრესიებს ჰგავდა, დარჩა ხუთი,თან არცერთი დემოკრატიული პარტია. მეხუთე დუმაში(2007-2011) და დღევანდელში მხოლოდ 4 პარტიაა და ყველანი მხურვალედ უჭერენ მხარს პუტინს.

ახლანდელი არჩევნები სექტემბერში ნამდვილად არ იქნება გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სიაში სამი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიაა – „პარნასი“, „იაბლოკო“ და ახალი „ზრდის პარტია“. პუტინს, ალბათ, არ მოუნდება პარლამენტში დისკუსიის ხილვა.. მას უფრო ერთსულოვნება და სიწყნარე უყვარს, როცა მის გადაწყვეტილებებს დეპუტატები უეჭველად აძლევენ ხმას. შესაძლებელია, დუმში მოხვდეს მხოლოდ „იაბლოკო“, ისიც, თუ პუტინი მოინდომებს, როგორც „რუსული დემოკრატიის“ მაგალითი. პუტინს არაფრის შეცვლა არ უნდა – მას მოწონს, რომ 80% მოსახლეობისა მხარს უჭერს. მას შეუძლია ისე ცვალოს კანონები, როგორც უნდა. მოსახლეობა უხმოდ იღებს კანონების ყველა რეპრესიულ ცვლილებას და არ უფიქრდება, რომ რუსეთის კონსტიტუციისგან აღარაფერი დარჩა.

პუტინს და მის გარემოცვას დუმა იმისთვის სჭირდება, რომ რუსეთის კონსერვაცია მოახდინონ – სჭირდებათ გარე სამყაროსგან იზოლაციისთვის, რომელიც მუდმივად ახსენებს პუტინს ადამიანის უფლებებსა და აგრესიულ საგარეო პოლიტიკას. ძალაუფლების შესანარჩუნებლად პუტინს არ სჭირდება პოლიტიკური ძვრები – მით უმეტეს, რომ რუსეთში მაინც ვერ ჩამოყალიბდა დემოკრატიული ოპოზიცია, რომელიც ცოტათი მაინც განსხვავდებოდეს პუტინის იმპერიალისტ-კონსერვატორებისგან. უფრო მოსალოდელია, რომ რუსეთში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდება, შესაძლებელი გახდება სოციალური აფეთქება – ბუნტი ან აჯანყებები. რასაკვირველი, ეს არ იქნება მაიდანი უკრაინასავით, რადგან რუსული პოლიტიკური ცხოვრება ისევ დგას შოვინიზმზე. პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, დემოკრატიულის ჩათვლით, ადრეც და ახლაც, ლაპარაკობენ პუტინის ქმედებების სისწორეზე საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში ბოლო ორი წლის განმავლობაში.

http://www.qartuligazeti.com/#!%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/fd3c6/57c6ae7f4730e9a7486aca99