ოლეგ პანფილოვი ქალი პოლიციელების წინა ხაზზე დაყენებაზე: იქ სადღაც გახარია დავინახე “იუბკაში”

გურჯაანის სასამართლოს შენობასთან, პოლიციის კორდონში წინა ხაზზე ქალი პოლიციელების დაყენებას ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ოლეგ პანფილოვი ასე ეხმაურება:

“იქ სადღაც გახარია დავინახე “იუბკაში,” – წერს პანფილოვი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ დგანან პოლიციელი ქალები წინა პლანზე, ხოლო მათ ზურგს უკან მამაკაცი პოლიციელების კორდონია.

პანფილოვის სტატუსს ქართველი და უცხოელი მომხმარებლები გამოეხმაურნენ. რამდენიმე უკრაინელმა ინტერნეტ მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ქალების ზურგს უკან მამაკაცების ამოფარება “ამაზრზენია” და საქართველოს შსს-ს დღევანდელ საქციელს გამართლება არ აქვს.

http://presa.ge/?m=society&AID=71563&fbclid=IwAR2yjmYkOVLJSLtYmqDsuSNndmYlHsLMqRChO2T1ThvhRaZu1z9p5snKJHQ